1. ნავსადგურის აკვატორიაში დაიშვება მხოლოდ ერთი მსხვილტონაჟიანი გემის ბუქსირება.
2. ერთდროულად რამდენიმე არათვითმავალი გემის (ბარჟა, ლიხტერი და სხვა) ბუქსირება დასაშვებია, თუ ქარავნის სიგრძე და სიგანე არ აღემატება სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მიერ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით დადგენილ გაბარიტებს.
3. ბუქსირმზიდი გემის კაპიტანი, ბუქსირების დაწყებამდე, უნდა დარწმუნდეს საბუქსირე გემის ბუქსირებისთვის მზადყოფნაში.
4. ბუქსირების დაწყების მოლოდინში მყოფ ბუქსირმზიდ გემს ეკრძალება ბორტით დადგომა ღუზაზე მდგომი გემის ბორტთან მიყენებულ სხვა მცურავ ობიექტ(ებ)თან.
სანავსადგურე წყლებში გემების ნაოსნო