1. სანავსადგურე წყლებში გემის სიჩქარე უნდა იყოს უსაფრთხო.

2. ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დაცვის, ფსკერის გრუნტისა და სანაოსნო არხების (ფარვატერის ფერდის) გადარეცხვის თავიდან აცილების მიზნით, გემის უსაფრთხო სიჩქარე, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, კონკრეტული ნავსადგურისათვის განსაზღვრულია ამ წესების კარი III-ით.

3. ამ წესების კარი III-ით დადგენილი გემის უსაფრთხო სიჩქარის მიუხედავად, სახიფათო ღელვის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, გემის სვლის სიჩქარე წინასწარ უნდა შემცირდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) საბუქსირო ქარავნის, მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემების გვერდის ავლისას;

ბ) მცურავ ამწეებთან, ფსკერდამაღრმავებელ გემებთან, დოკებთან, ნავმისადგომებთან გავლისას;

გ) წყალქვეშა, ჰიდროტექნიკური და სხვა სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის ადგილებთან გავლისას;

დ) ტივებთან ან/და კანჯოებთან, რომლებზეც ადამიანები იმყოფებიან, ასევე გემის ბორტზე/ბორტთან ან ნავმისადგომზე მომუშავეებთან ჩავლისას;

ე) ღუზაზე მდგომ ან/და მეჩეჩზე შემჯდარ გემებთან გვერდზე გავლისას;

ვ) „კარგი საზღვაო პრაქტიკით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. ნავმისადგომებთან გემმა უნდა იმოძრაოს ყველაზე ნელი სვლით, რაც უზრუნველყოფს მის მართვადობას, აუცილებლობის შემთხვევაში კი მანევრირება უნდა განხორციელდეს მთავარი ძრავის დროგამოშვებითი შეჩერები