1. ბუქსირება იკრძალება, თუ ბუქსირის ძრავის სიმძლავრე და სამანევრო თვისებები ვერ უზრუნველყოფს საბუქსირე ქარავნის უსაფრთხო მართვას ქარისა და დინების გათვალისწინებით.
2. ბუქსირება აკრძალულია, თუ ქარის სიჩქარე აღემატება 17 (ჩვიდმეტი) მ/წმ-ს (ბოფორტის შკალით 7 (შვიდი) ბალი).
3. ადვილაალებადი თხევადი ნავთობით დატვირთული გემით ბუქსირება, აგრეთვე თხევადი ნავთობით დატვირთული რამდენიმე გემის ერთი ბუქსირით ზიდვა აკრძალულია.
4. ბუქსირების დროს საბუქსირე გემზე ჩაკეტილი უნდა იყოს სათავსებიდან გემბანზე გამსვლელი ყველა გარე ღიობი (ილუმინატორები, ყელები, კარები და სხვა).
5. საბუქსირე გემზე სანავიგაციო შუქნიშნების არსებობაზე პასუხს აგებს პირი, რომელიც ბუქსირმზიდი გემის კაპიტანთან ერთად ხელმძღვანელობს ბუქსირებას.
6. თვითმავალი გემის ბუქსირება, თუ ბორტზე მიბმულია მცურავი საშუალება, აკრძალულია.
7. საბუქსირე გემის გადაბრუნების თავიდან აცილების მიზნით, ბუქსირების დროს უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საბუქსირე გვარლის დაუყოვნებლივ გაცემის (მოხსნის) შესაძლებლობა.
8. საბუქსირე გვარლი არ უნდა მოიხსნას ბუქსირმზიდი გემის ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი მითითების გაცემამდე.
9. გარე რეიდზე ბუქსირების ოპერაციის მიმდინარეობის დროს ყველა გემმა უნდა იხელმძღვანელოს ბუქსირმზიდი და საბუქსირე გემებს შორის სიგნალების გამოყენების წესებით.
10. ბუქსირის მიერ გამოყენებულმა სიმძლავრემ არ უნდა გადააჭარბოს გემის ბოძკინტის (კნეხტი) უსაფრთხო სამუშაო სიმძლავრეს.
11. ამინდის გაუარესების ან სხვა შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია საბუქსირე გემის ბუქსირების ოპერაციაში დაუყოვნებლივი ჩართვა, ბუქსირების ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნავსადგურის კაპიტან