1. ბუქსირების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ბუქსირმზიდი გემის ხელმძღვანელი პირი.
2. თუ ბუქსირების მართვა ხორციელდება ბუქსირმზიდი გემიდან, ხოლო ბუქსირებაში მონაწილეობს რამდენიმე ბუქსირმზიდი გემი, საბუქსირე ქარავნის ხელმძღვანელობა ეკისრება წამყვანი ბუქსირმზიდი გემის კაპიტანს.
3. გემის კაპიტანი, რომელიც ხელმძღვანელობს ბუქსირებას, ბუქსირების დაწყებამდე ვალდებულია ბუქსირებაში მონაწილე გემების კაპიტნებთან შეათანხმოს ბუქსირების ოპერაციის განხორციელების პირობები.
4. თუ ბუქსირება მოითხოვს ლოცმანით უზრუნველყოფას, ბუქსირების ოპერაციის საკითხის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს იმ ლოცმანმა, რომელიც განახორციელებს სალოცმანო გაცილებას. აღნიშნულთან დაკავშირებულ სადავო საკითხ(ებ)ს წყვეტს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმები