1. გემის ნავსადგურიდან გასვლისათვის მზადყოფნის დასადასტურებლად გემის კაპიტანი ვალდებულია გემზე ლოცმანის გაგზავნამდე დაუდასტუროს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, რომ გემი და მისი ეკიპაჟი ყოველ მხრივ მზად არის ნავსადგურიდან უსაფრთხოდ გასვლისთვის.

2. გემის ნავსადგურიდან გასვლამდე გემის გამგზავრების მაქსიმალური წყალშიგი არ უნდა იყოს შემდეგ სიდიდეზე მეტი:

ა) გემის შუა ნაწილის მაჩვენებელი წყალშიგი არ აღემატებოდეს გემის სატვირთო (პლიმსოლის) მარკის შესაბამის მაჩვენებელ ხაზს (წყლის სიმკვრივის გათვალისწინებით) იმ პირობისას, რომ გემი არ განიცდის ღუნვას ქიმზე და კიჩოზე;

ბ) გემის ნავსადგურიდან გამგზავრების მაქსიმალური (Max. departure draft) წყალშიგი არ აღემატებოდეს ნავსადგურისა და კონკრეტული ნავმისადგომის დასაშვებ მაქსიმალურ წყალშიგს (max. Permitted Port & berth draft);

გ) გემის მაქსიმალური წყალშიგი არ აღემატებოდეს სიდიდეს, რომელიც დაშვებულია გემის მიმდინარე მოქმედი Load line certificate-ით.

3. ნავსადგურიდან გასვლამდე ყველა გემის კაპიტანი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წინასწარ აცნობოს საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს, „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ (SOLAS) 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის 8-1(ჰ) წესის, „ზღვის ნავთობით დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“ (MARPOL 73/78) საერთაშორისო კონვენციის I ოქმის V(1) მუხლისა და IMO-ს SN/CIRC230 20.03.2003 (GEOREP) ცირკულარის შესაბამისად.

4. გემის რეისში გასვლისათვის მზადყოფნაზე პასუხისმგებელია გემის კაპიტანი/გემთმფლობელ