1. ნავსადგურის ნავთობტერმინალის/გაზის ტერმინალის ექსპლუატაცია ხორციელდება აღნიშნული ნავთობტერმინალის/გაზის ტერმინალის მიერ შემუშავებული და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) შეთანხმებული ნავთობტერმინალის/გაზის ტერმინალის ექსპლუატაციის წესების შესაბამისად.

2. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციამ გემის ნავმისადგომთან დაყენების ადგილისა და თარიღის, დატვირთვა-გადმოტვირთვის და სხვა სამუშაოების შესახებ, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, გემის აგენტს, ან ამ წესებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში უშუალოდ გემის კაპიტანს უნდა აცნობოს ნავსადგურში გემის შესვლამდე მინიმუმ 2 საათით ადრე.

3. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია ვალდებულია ნავმისადგომის ტექნიკური მონაცემების შემცვლელი დოკუმენტაცია, მათ შორის, ნებისმიერი ცვლილება/მოდიფიკაცია, ტექნიკური აღჭურვილობის, მათ შორის, გადაიარაღების შესახებ ინფორმაცია წარადგინოს სააგენტოშ