1. ნავსადგურში სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას, IMO-ს A.787(19) რეზოლუციის (შესწორებულს A.882 (21) რეზოლუციით), „ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის თაობაზე“ 2009 წლის 23 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/16/EC დირექტივისა (Directive 2009/16/EC of the European Parliament and of the Council of 23 April 2009 on Port State Control) და საქართველოს საზღვაო კოდექსის V1 თავის შესაბამისად, ახორციელებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური.

2. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლის ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შესაბამის სანავსადგურე ერთეულში წესრიგის დასაცავად დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა სანავსადგურე ერთეულში მყოფი ყველა ფიზიკური/იურიდიული პირისა და გემისათვი