1. „ნავსადგურის წესები“ (შემდეგში – წესები) ადგენს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში (შემდეგში – ნავსადგური) გემის შესვლის, დგომისა და ნავსადგურიდან გემის გასვლის, გემის სალოცმანო გაცილების განხორციელების, მგზავრთა გადაყვანასთან, სატვირთო და სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების, გემის დატვირთვის, გადმოტვირთვის, ტვირთის დაწყობისა და შენახვის, ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის წესებსა და პირობებს.
2. წესები ვრცელდება საქართველოს ყველა სანავსადგურე ერთეულზე, ყველა გემზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გემებისა, განურჩევლად დროშის სახელმწიფოსა და კუთვნილების ფორმისა, გემის კაპიტანზე და ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან ან ახორციელებენ საქმიანობას ნავსადგურის აკვატორიასა და მის ტერიტორიაზე.
3. ეს წესები არ ვრცელდება სამხედრო გემებზე და სახელმწიფო გემებზე, რომლებიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის.
4. გემის წყალშიგი უნდა შეესაბამებოდეს სანავსადგურე ერთეულის ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელშიც შედის გემი.
5. გემთმფლობელი/გემის კაპიტანი/ლოცმანი ვალდებულია ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობისას, გარე რეიდზე ან დატვირთვა/გადმოტვირთვის ოპერაციების დროს, გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის კაპიტანს, რომელიც თავის მხრივ დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოსა და სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს.
6. წესების კარი I-ის (ზოგადი ნაწილი) და კარი II-ის (ნავსადგურის ჩვეულებები) დებულებები საერთოა ყველა სანავსადგურე ერთეულისთვის, ხოლო კარი III (განსაკუთრებული ნაწილი) განსაზღვრავს კონკრეტული სანავსადგურე ერთეულის თავისებურებებს და ვრცელდება მხოლოდ მასზ