1. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიისა და აკვატორიის მზადყოფნას უსაფრთხო ნაოსნობისათვის.

2. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ყველა საზღვაო ნავსადგურში გემების მოძრაობის მომსახურებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით, „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის, მისი 1988 წლის ოქმის, ცვლილებათა გათვალისწინებით, საქართველოს კანონის „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ V თავის მოთხოვნათა შესაბამისად. აკრძალულია სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მიერ შინაარსობრივად ან პირდაპირ იგივე მომსახურების შეთავაზება გემებისათვის, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს საზღვაო უსაფრთხოებისათვის გაზრდილი რისკი.

3. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქმიანობისათვის გამოუყოფს საკუთარი ტერიტორიის, ნავმისადგომის ან აკვატორიის ცალკეულ უბანს, ასევე, დანადგარებსა და მოწყობილობებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია უსასყიდლოდ უზრუნველყოფს საგადასახადო, სასაზღვრო-მიგრაციულ, სანიტარიულ, აგრეთვე სააგენტოს შესაბამის სამსახურებს სათანადო ფართობით და უქმნის მათ ნორმალური მუშაობის პირობებს.

5. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე საწარმოსა და ორგანიზაციის საქმიანობას, ჩაერიოს მათ სამეურნეო მუშაობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესები.

7. სანავსადგურე ერთეული ფუნქციონირებს ამ წესების შესაბამისად, რომლებსაც ამტკიცებს სააგენტო. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ „წესების“ შემუშავებაში, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაც გავლენა აქვს მის საქმიანობაზ