1. გემის აგენტი უზრუნველყოფს გემებისთვის საქართველოს საზღვაო სანაპიროს განახლებული რუკებისა და ყველა იმ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას (ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისა და საზღაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის საკონტაქტო მონაცემები, სანავსადგურე ერთეულის ნავმისადგომებისა და შესასვლელი არხის სიღრმეები, ნავმისადგომის ტექნიკური პარამეტრები, ამ წესებითა და სააგენტოს ცირკულარებით დადგენილი მოთხოვნები და შეზღუდვები), რომლებიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიულ წყლებზე და კონკრეტულ სანავსადგურე ერთეულზე.
2. გემის აგენტი უზრუნველყოფს, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურში გემის ნავსადგურში შესვლის ან/და ნავსადგურიდან გასვლის გაფორმებას.
3. გემის აგენტი ვალდებულია ფლობდეს სათანადო ცოდნას საქართველოს კანონმდელობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ.
გემის ნავსადგურში შესვლის ან ნავსადგურიდან გასვლის წე