1. გემის მაქსიმალური წყალშიგი სანავსადგურე ერთეულის მისასვლელთან, ასევე სანავსადგურე წყლებში ნაოსნობისას და ნავმისადგომების გასწვრივ არ უნდა აღემატებოდეს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მიერ დადგენილ სიდიდეებს.

2. გემის უსაფრთხო კილქვეშა სანავიგაციო სიღრმის მარაგი გემის ზომისა და დანიშნულების მიუხედავად სანავსადგურე ერთეულის შესასვლელ არხში/ფარვატერში, შიდა აკვატორიაში და ნავმისადგომების გასწვრივ არ უნდა იყოს 0,5 მეტრზე ნაკლები.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებელი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ლოცმანს უფლება აქვს უარი თქვას გემის სალოცმანო გაცილებაზე.

4. გასასვლელი წყალშიგი დგინდება ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მიერ უმცირესი სიღრმის შესახებ მონაცემების საფუძველზე. გასასვლელი წყალშიგის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ფარვატერებზე, არხებსა და ნავსადგურის აკვატორიაში წყლის დონის სეზონური ცვალებადობის, დინებათა ზემოქმედების, შტორმის შედეგად ნაყარისა (ნატანის) და სხვა ფაქტორები.

5. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური, სსიპ – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოწოდებული კოორდინატების შესაბამისად, ადგენს სანავსადგურე ერთეულის შესასვლელი არხის ფაქტობრივ სიგანეს, ხოლო შესასვლელი არხის და ნავმისადგომის/ფარვატერის ფაქტობრივ სიღრმეს – სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის წერილობითი განაცხადისა და შესაბამისი აზომვითი სამუშაოების ჩატარების დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე.

6. სანავსადგურე ერთეულში ორგანიზებული უნდა იყოს გემის კაპიტნისათვის ფაქტობრივი სიღრმეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ნავმისადგომთან გემის დაყენებისას ლოცმანი ატყობინებს გემის კაპიტანს ნავმისადგომის მდგომარეობისა და ნავმისადგომის გაყოლებაზე სიღრმეების თაობაზე.

7. ტვირთის მიღებისას გემის წყალშიგზე დაკვირვებას უზრუნველყოფს გემის კაპიტანი.

8. გემის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს წყალშიგის შესაბამისობას „სატვირთო მარკის შესახებ“ 1966 წლის კონვენციასთან. საქართველოს საზღვაო წყლებში მოქმედებს საზაფხულო სატვირთო მარკ