1. სანავსადგურე წყლებში გემის გასწრება უნდა განხორციელდეს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში ნორმალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში, თუ იგი განაპირობებს გემის უსაფრთხო მანევრირებას და წინასწარაა გააზრებული გემის კაპიტნის მიერ COLREG 72-ის შესაბამისად.
2. გემის გასწრება აკრძალულია:
ა) ფარვატერებში, არხებსა და სხვა ვიწროებში, სადაც არ არის გარანტირებული უსაფრთხო მანევრირება;
ბ) მოსახვევებზე ან ფარვატერების (არხების) გადაკვეთაზე ან მათთან ახლოს;
გ) ვიწროების მკვეთრ მოსახვევებში ან მათ მისასვლელებთან;
დ) ნავსადგურის შესასვლელთან;
ე) შეზღუდული ხილვადობისას;
ვ) შემხვედრი გემების ავლისას;
ზ) თუ ფარვატერი ჩახერგილია ხეტყით დატვირთული ტრანსპორტით ან ხდება ხეტყის ბუქსირზიდვა.
3. აკრძალულია:
ა) გასწრების მანევრის შესრულება გემის მიერ, რომელსაც უნდა გაასწროს სხვა გემმა („ორმაგი გასწრება“);
ბ) მოძრაობა იმ გემ(ებ)ის გვერდით, რომლებიც აწარმოებენ ფსკერდამაღრმავებელ, ჰიდროგრაფიულ, წყალქვეშა ან/და სხვა სპეციალურ სამუშაოებ