1. სანავსადგურე ერთეულში დგომისას გემის კაპიტანი ან მისი შემცვლელი პირი უზრუნველყოფს გემის ეკიპაჟისა და გემზე მყოფ პირთა მიერ სანავსადგურე ერთეულში მოქმედი წესების დაცვას.

2. სანავსადგურე ერთეულში მყოფ გემზე დილის 8 (რვა) საათიდან მზის ჩასვლამდე კიჩოს ფლაგშტოკზე აღმართული უნდა იყოს გემის სახელმწიფო დროშა, ხოლო გროტ ანძაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა.

3. გემზე და სანავსადგურე ამწეებზე აკრძალულია სხვადასხვა საილუმინაციო შუქების აღმართვა, რომლებიც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს სანავიგაციო ნიშნად.

4. ნავმისადგომთან მდგომ ყველა გემს, ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო ზღვაში დაუყოვნებლივი გასვლის მიზნით, მზადყოფნაში უნდა ჰქონდეს მთავარი ძრავი, აგრეთვე გააჩნდეს, გემის მდგრადობისა და მანევრირებისათვის აუცილებელი ტვირთის ან ბალასტის მარაგი.

5. სამაშველო ოპერაციების ჩატარებისას, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის და/ან საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის მითითებების შესრულება სანავსადგურე ერთეულში და რეიდზე მყოფი ყველა გემისათვის სავალდებულოა.

6. გემის კაპიტანი ლოცმანის რეკომენდაციით განსაზღვრავს გვარლის რაოდენობას ნავმისადგომთან გემის უსაფრთხო დგომისათვის.

7. ყველა ტიპის გემს სანავსადგურე ერთეულში დგომის პერიოდში, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს მისი დატვირთვა თუ გადმოტვირთვა, გემის მდგრადობისა და უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად უნდა გააჩნდეს ბორტზე ტვირთის ან/და ბალასტის საერთო რაოდენობა, არანაკლები გემის საზაფხულო დედვეიტის 30%-ის ექვივალენტისა, გემი ვალდებულია სანავსადგურე ერთეულში დგომის ნებისმიერ პერიოდში შეინარჩუნოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ დადგენილი მდგრადობის კრიტერიუმებ