1. ოპერატორის მიერ გამოყენებული ყველა საჭირხნი ჭაბურღილი, რომლებშიც ხდებოდა, ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების დროს ნავთობისა და გაზის ნარჩენების მიწისქვეშა მარილიან ფენებსა და კოლექტორებში ჩაჭირხნა უნდა იქნეს ექსპლუატირებული ნავთობისა და გაზის ნარჩენების მიწისქვეშ ჩაჭირხვნის პროგრამის შესაბამისად, რომელიც უნდა აისახოს სათანადო გეგმაში, როგორც ამ გეგმის ნაწილი.
2. ნავთობისა და გაზის ნარჩენების მიწისქვეშ ჩაჭირხვნის პროგრამამ უნდა უზრუნველყოს ყველა ჭაბურღილის დაპროექტება, მშენებლობა, გამაგრება, დაცემენტება, ექსპლუატაცია, საერთაშორისო ნავთობმრეწველობის პრაქტიკის შესაბამისად და სათანადოდ დაიცვას მტკნარი, სასმელი და სამკურნალო წყლების მიწისქვეშა და მიწისზედა მდებარე წყაროები. ოპერატორმა ნავთობისა და გაზის ნარჩენების ჩაჭირხვნა უნდა განახორციელოს მხოლოდ სააგენტოსაგან შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ ამ წესების 26-ე მუხლის შესაბამისად.
3. ნავთობისა და გაზის ნარჩენების მიწისქვეშ ჩაჭირხვნის პროგრამა უნდა შეიცავდეს:
ა) იმ ფენის დასახელებას, აღწერილობას და ჩაწოლის სიღრმეს, რომელშიც მოხდება ნავთობისა და გაზის ნარჩენების ჩაჭირხვნა;
ბ) მიწისქვეშა და მიწისზედა მტკნარი, სასმელი და სამკურნალო წყლების აღწერილობას და სიღრმეს, რომლებზედაც შემოთავაზებულმა ოპერაციამ შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება;
გ) სადაც ეს მიზანშეწონილია, ქიმიურ ანალიზს, წყლის ანალიზს ჩასაჭირხნი ფენიდან, ასევე ჩასაჭირხნი ფენის გახლეჩის წნევას ან ჰიდროგახლეჩის წნევის გრადიენტს;
დ) გეგმას ჰორიზონტალური პროექციით ნავთობისა და გაზის ნარჩენებისათვის განკუთვნილი საჭირხნი ჭაბურღილის ადგილმდებარეობის, ჭაბურღილის დანიშნულების (მაგ. ნარჩენების განსათავსებელი ან ჩასაჭირხნი), და ნავთობისა და გაზის ყველა ჭაბურღილის მდებარეობის მითითებით;
ე) სადაც ეს მიზანშეწონილია, საჭირხნი ჭაბურღილის მთელი ჭრილის (კონდუქტორის ბუნიკიდან საბოლოო სიღრმემდე) ელექტროკაროტაჟის დიაგრამას;
ვ) ნავთობისა და გაზის ნარჩენების საჭირხნი ჭაბურღილის სამაგრი კოლონის სრულ აღწერილობას ნახაზითურთ, რომელზედაც ნაჩვენებია სამაგრი კოლონის ყველა სექცია, ყოველ სექციაში ცემენტის ხარისხს და ამოსვლის სიმაღლეს;
ზ) მიწისზედა ნაგებობების სქემას სისტემასთან დაკავშირებული ყველა მილსადენისა და რეზერვუარის მითითებით;
თ) ფლუიდების ყველა წყაროს ნუსხას, საჭირხნი ჭაბურღილების მიხედვით;
ი) დღე-ღამეში ჩასაჭირხნი ფლუიდების სავარაუდო მინიმალურ და მაქსიმალურ მოცულობებს, ჭაბურღილის პირზე ჩაჭირხვნის მოსალოდნელ წნევას;
კ) სააგენტოს მიერ დასაბუთებულ სხვა მოთხოვნას, რაც დაკავშირებულია ნავთობისა და გაზის ნარჩენების მიწისქვეშ ჩაჭირხვნასთან.
4. ოპერატორმა ყოველ ორ (2) წელიწადში ერთხელ უნდა შეასრულოს ყოველი საჭირხნი ჭაბურღილის გამოცდა ჰერმეტულობაზე. ასეთი გამოცდის შედეგები უნდა წარედგინოს სააგენტოს. ოპერატორმა სააგენტოს უნდა აცნობოს ყოველი მორიგი გამოცდის შესახებ, მის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, რათა სააგენტო, სურვილისამებრ, დაესწროს გამოცდას და დაამოწმოს იგი.
5. ჰერმეტულობაზე გამოცდის გარდა ოპერატორმა ჩაჭირხვნის დროს უნდა აწარმოოს წნევის მონიტორინგი სამაგრ კოლონაში, სატუმბო-საკომპრესორო მილსა და რგოლურ სივრცეში; შედეგების აღრიცხვა უნდა მოხდეს ყოველთვიურად. ოპერატორმა უნდა წარუდგინოს სააგენტოს აღნიშნული ინფორმაცია ყოველწლიურად.
6. ოპერატორმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოს სააგენტოს ჭაბურღილის პირზე ჩაჭირხვნის მუშა წნევის მნიშვნელოვანი ცვლილების ან მე-5 პუნქტით განსაზღვრული მონიტორინგის სხვა მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, რაც შეიძლება იყოს ჭაბურღილის ჰერმეტულობის დარღვევის ნიშანი. ოპერატორმა 24 სთ-ის განმავლობაში უნდა აცნობოს სააგენტოს ასეთი ფაქტის გამოვლენისა და პრობლემის გამოსასწორებლად მიღებული ზომების თაობაზ