1. ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად გამოსაყენებელი ამბარები უნდა აშენდეს და გამოიყენებოდეს ისე, რომ აღიკვეთოს ამბარის შიგთავსის ზედაპირულ ან გრუნტის წყლებთან კავშირი და გაჟონვით ნიადაგის დაბინძურება.

2. ამბარები უნდა აშენდეს საერთაშორისო ნავთობმრეწველობის პრაქტიკის გათვალისწინებით და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ამბარს უნდა გააჩნდეს საკმარისი ზომა, რათა, ნალექების თავისებურებებზე მრავალწლიანი დაკვირვებების გათვალისწინებით, მასში მთლიანად განთავსედეს მოსალოდნელი მოცულობა და სათანადოდ იქნეს შენახული ამბარის დახურვის მომენტამდე;

ბ) ამბარს უნდა ჰქონდეს ისეთი სიღრმე, რომელიც გამორიცხავს მიწისზედა ან გრუნტის წყლებზე ნეგატიურ ზემოქმედებას და მათ მოხვედრას ამბარში;

გ) ამბარს უნდა ჰქონდეს შემოზვინვის შესაფერისი სიმაღლე, დახრილობა და აგებული უნდა იქნეს ისეთი საამშენებლო მასალით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ამბარის სიმტკიცეს და მედეგობას, რელიეფის, ძლიერი წვიმების, ძლიერი ქარებისა და ბუნების სხვა ძალების ზემოქმედების მიმართ;

დ) თუ ბურღვის პროგრამის განხორციელების დროს მოსალოდნელია მარილშემცველი ფენი ან გამოიყენება ნავთობის ფუძეზე დამზადებული ხსნარები, მაშინ ამბარი უნდა იქნეს დაპროექტებული ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით;

ე) რამდენადაც ეს შესაძლებელია ამბარი უნდა იყოს სათანადოდ შემოღობილი ბადეებით, მავთულხლართებით და/ან ნებისმიერი სხვა საშუალებით და იზოლირებულ იქნეს ადამიანების, შინაური და გარეული ცხოველებისაგან.

3. სააგენტო მხარს უჭერს საექსპლუატაციო ამბარებისათვის ისეთი ალტერნატივის გამოყენებას, როგორიც არის პროცესის მოდიფიკაცია ან მიწისზედა რეზერვუარის გამოყენება, რადგან, როგორც წესი, ისინი ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს.

4. ყველა საექსპლუატაციო ამბარი, რომელიც გამოიყენება ნავთობის აპკის მოსაგროვებლად, სალექრად, წყლის შესანახად და/ან ფენური წყლების ასაორთქლებლად, სათანადოდ უნდა იქნეს იზოლირებული ისეთი ბუნებრივი ან სინთეტური მასალებით, რომლებიც შეთავსებადია ამბარის მოსალოდნელ შიგთავსთან. ფსკერის საფენის მოწყობა არ არის საჭირო, თუ ოპერატორი დაასაბუთებს, რომ თიხის ფენით იზოლირების შემთხვევაში ამბარის ფსკერი იქნება წყალგაუმტარი.

5. თუ სააგენტომ დაადგინა, რომ არსებობს ზედაპირულ ან გრუნტის წყლებზე, ან ეკოლოგიურად მგრძნობიარე ტერიტორიაზე ნეგატიური ზემოქმედების საშიშროება, სააგენტომ შეიძლება ოპერატორს მოსთხოვოს იმ სარეზერვო ამბარების ჰიდროიზოლირება, რომლებიც გამოიყენება დამატებითი საბურღი ხსნარების შესანახად, ნარჩენების მოსაშორებლად, ბურღვის ოპერაციების ან ათვისების საწყისი პროცედურების ჩატარების დროს და ასევე გაუკეთოს ჰიდროიზოლიაცია კაპიტალური რემონტისათვის განკუთვნილ ამბარებს, რომლებიც გამოიყენება მომპოვებელ ჭაბურღილზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროცესში სითხეების დასაჭერად.

6. სპეციალური დანიშნულების ამბარებს, ისეთი როგორიც არის მიმღები და სალექარი ამბარები, უნდა გაუკეთდეს ჰიდროიზოლიაცია, გარდა ავარიულ დაღვრაზე რეაგირებისათვის აშენებული ამბარებისა, ან ნავთობის დასაწვავი ამბარებისა, რომლებშიც არ არსებობის კონდენსატის დაგროვების რისკი.

7. ოპერატორმა რეგულარულად (ან საჭიროებისამებრ) უნდა ჩაატაროს ინსპექცია და მონიტორინგი ამბარის ექსპლუატაციისა და სტრუქტურული მთლიანობის ყველა მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ამბარის შიგთავსის მიწისზედა და გრუნტის წყლებზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფა