ოპერატორი ვალდებულია შეიმუშაოს და განახორციელოს გარემოსდაცვითი ინსტუქტაჟის/სწავლების პროგრამა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს თანამშრომლების მომზადებას შემდეგ საკითხებში:
ა) ოპერატორის გარემოს დაცვითი მიზნები, ამოცანები და მეთოდები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობა გარემოს დაცვის შესახებ;
გ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კონტროლის, წყლისა და საშიში ნივთიერებების და ნარჩენების მოცილება-გაუვნებლების ან მართვის საკითხებზე ტექნიკური ინსტრუქტაჟი;
დ) ინსტრუქტაჟი ოპერატორის გარემოს დაცვის გეგმის საკითხებზე;
ე) ინსტრუქტაჟი ოპერატორის მხრიდან დაღვრის თავიდან აცილების გეგმის მიხედვით;
ვ) ინსტრუქტაჟი გამოკვლევების, მონიტორინგის, სინჯების აღების, ტრანსპორტირებისა და ანალიზების შესრულებისას ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის პრინციპებთან დაკავშირებით;
ზ) ნებისმიერი სხვა გარემოსდაცვით საკითხზე, სააგენტოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზ