საბურღი კოშკები, ანძები, კოშკისქვეშა საფუძვლები და შესაბამისი ათვისებისა და კაპიტალური რემონტის მოწყობილობა უნდა იქნეს შერჩეული, დაპროექტებული, ექსპლუატირებული, მომსახურებული და გარემონტებული პოტენციური დატვირთვების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ოპერაციების წარმოების დროს. პლატფორმაზე ჭაბურღილის ასათვისებელი და მასთან დაკავშირებული მოწყობილობის გადატანამდე ოპერატორმა უნდა განსაზღვროს პლატფორმის სტრუქტურული შესაძლებლობა _ გაუძლოს მოწყობილობებსა და დაგეგმილ ოპერაციებს; გასათვალისწინებულია აგრეთვე კოროზიისაგან დაცვის ღონისძიებები, პლატფორმის ექსპლუატაციის ვადა და პლატფორმაზე ადრე მოქმედი დატვირთვ