1. ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების:
ა) მბურღავი.
ბ) მბურღავის თანაშემწე;
გ) ჭაბურღილების მექანიკური ბრუნვითი გაბურღვის მბურღავი.
2. საზღვაო მცურავი:
ა) საბურღი აგრეგატის მბურღავი;
ბ) გამბურღავი აგრეგატის მედიზელე;
გ) საბურღი აგრეგატის მბურღავის თანაშემწე.
3. საბურღი კოშკურის:
ა) მემონტაჟე;
ბ) მემონტაჟე-დურგალი;
გ) მემონტაჟე-ზეინკალი,დ) მემონტაჟე-ელექტრომონტიორი,ე) მემონტაჟე-შემდუღებელი.
4. ჭაბურღილის დებიტის გამზომი და სინჯის ამღები, დასაქმებულები:
ა) ჭაბურღილებზე, რომლებიც გამოყოფენ თავისუფალ გოგირდწყალბადს;
ბ) დანარჩენ ჭაბურღილებზე.
5. საბურღი ჩამკეტების დამყენებელი და დამხმარე (სატრანსპორტო) მუშა, რომლებიც დაკავებულია საბურღი ჩამკეტების ცხელი დახვევით.
6. საბურღი დანადგარის მემანქანე (მედიზელე), საბურღი დანადგარის მედიზელე (ძრავის მექანიკოსი);
7. ამწეს მემანქანე, ჭაბურღილის მოსინჯვის ამწის მემანქანე, დასაქმებულები:
ა) ჭაბურღილებზე, რომლებიც გამოყოფენ თავისუფალ გოგირდწყალბადს;
ბ) დანარჩენ ჭაბურღილებზე.
8. საკომპრესორო დანადგარის მემანქანე, რომელიც ემსახურება გაზის კომპრესორებს, მოძრავი კომპრესორის მემანქანე, მოძრავი კომპრესორის მედიზელე.
9. სამუშაო აგენტის ფენაში ჩატუმბვის სატუმბი სადგურის მემანქანე, ჩაღრმავებულ სატუმბებში მუშაობისას.
10. ჭაბურღილების დაცემენტების მემანქანე, ჭაბურღილების დაცემენტების ოპერატორი, დაცემენტების კონტროლის სადგურის ოპერატორი – ძრავის მექანიკოსი, დასაქმებულნი:
ა) ჭაბურღილებზე, რომლებიც გამოყოფენ თავისუფალ გოგირდწყალბადს;
ბ) დანარჩენ ჭაბურღილებზე.
11. ჭაბურღილების დასინჯვის (გამოცდის) ოპერატორი, დასაქმებულნი:
ა) ჭაბურღილებზე, რომლებიც გამოყოფენ თავისუფალ გოგირდწყალბადს;
ბ) დანარჩენ ჭაბურღილებზე.
12. ჭაბურღილების კაპიტალური და მიწისქვეშა რემონტის მომზადების ოპერატორი, დასაქმებულნი:
ა) ჭაბურღილებზე, რომლებიც გამოყოფენ თავისუფალ გოგირდწყალბადს;
ბ) დანარჩენ ჭაბურღილებზე.
13. ჭაბურღილების კვლევის ოპერატორი, დასაქმებულნი:
ა) ჭაბურღილებზე, რომლებიც გამოყოფენ თავისუფალ გოგირდწყალბადს;
ბ) დანარჩენ ჭაბურღილებზე.
14. ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერატორი, გაზის შეგროვების ოპერატორი, საქონლის ოპერატორი, დასაქმებულნი:
ა) ნავთობისა და გაზის მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე, რომლებიც გამოყოფენ თავისუფალ გოგირდწყალბადს;
ბ) დანარჩენი სახეობის ნავთობისა და გაზის მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე.
15. ფენის წნევის შენარჩუნების ოპერატორი;
16. ფენების ჰიდრავლიკური გახლეჩვის ოპერატორი;
17. ჭაბურღილების ქიმიური დამუშავების ოპერატორი;
18. გამაუწყლოებელი და გამომარილების დანადგარის ოპერატორი:
ა) ნავთობის მომზადებისას, რომლებიც გამოყოფენ თავისუფალ გოგირდწყალბადს;
ბ) დანარჩენი სახეობის ნავთობის მომზადებისას.
19. მუშები, დასაქმებულნი სპეცდანადგარებზე – საბურღ დამაცემენტებელზე, ცემენტქვიშა შემრევზე, დეპარაფინირების დანადგარზე და სხვაზე:
ა) მანქანებზე მუშაობისას, რომლებიც მოწყობილია 3 ტ და ზემოთ ტვირთამწეობის ავტომობილების შასზე;
ბ) მანქანებზე მუშაობისას, რომლებიც მოწყობილია 3 ტ-ზე მცირე ტვირთამწეობის ავტომობილების შასზე.
20. ჭაბურღილების კაპიტალურ და მიწისქვეშა რემონტზე დასაქმებული მუშები:
ა) ჭაბურღილებზე, რომლებიც გამოყოფენ თავისუფალ გოგირდწყალბადს;
ბ) დანარჩენ ჭაბურღილებზე.
21. საბურღის მომსახურე ზეინკალი და ზეინკალ-შემდუღებელი, დასაქმებულნი საბურღი დანადგარების მომსახურებასა და შეკეთებაზე;
22. ზეინკალი-შემკეთებელი, დასაქმებული კომპრესორებისა და გაზის ძრავების შეკეთებაზე;
23. საზღვაო ჭაბურღილებისა და ესტაკადების საძირკველის მონტაჟისა და შეკეთების ზეინკალი;
24. საბურღების მომსახურების ელექტრომონტიორი, მბურღავის თანაშემწე ჭაბურღილების საექსპლუატაციო და სადაზვერვო ელექტრობურღვის დროს;
25. საბურღების მომსახურების ელექტრომონტიორი, ელექტრომოწყობილობის შეკეთების ელექტრომონტიორი, ზეინკალი-შემკეთებელი და მექანიკური საამწყობო სამუშაოთა ზეინკალი, დასაქმებულნი ტექნოლოგიური მოწყობილობისა და ელექტროგადაცემათა ხაზების მომსახურებასა და შეკეთებაზე, ნავთობისა და გაზის მოპოვების სარეწებზე, რომლებიც გამოყოფენ თავისუფალ გოგირდწყალბადს;
26. ჭაბურღილების კაპიტალური შეკეთების რთული სამუშაოების, ჭაბურღილების გამოცდის, ჭაბურღილების კაპიტალური და მიწისქვეშა შეკეთების, ნავთობის და გაზის კონდენსატის მოპოვების, დამჭირხნავი ჭაბურღილების ათვისების და შეკეთების ოსტატი, დასაქმებულნი:
ა) ნავთობისა და გაზის მოპოვებისას, რომლებიც გამოყოფენ თავისუფალ გოგირდწყალბადს;
ბ) დანარჩენი სახეობის ნავთობისა და გაზის მოპოვებისას.
27. ბურღვის, ჭაბურღილების გამოცდის, რთული სამუშაოების:
ა) ოსტატი (ინჟინერი);
ბ) უფროსი ოსტატი;
გ) ოსტატის თანაშემწე