1. თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული მე-4 მუხლით, წინადადება არსებული ან ახალი პლატფორმების მნიშვნელოვან მოდიფიკაციაზე უნდა იქნეს წარდგენილი როგორც დამუშავების გეგმის ნაწილი და შეძლებისდაგვარად უნდა შეიცავდეს მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას.
2. „უსაფრთხოების საქმის“ ანალიზისათვის მშენებლობის წინა პერიოდში წარდგენილი ძირითადი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
ა) პლატფორმის დანიშნულებას, ფართობის დასახელებას, ბლოკის ნომერს;
ბ) პლატფორმის გეოგრაფიული კოორდინატები, მათი განლაგება გეგმაზე და მანძილი ლიცენზირებული ბლოკის უახლოეს საზღვრებამდე;
გ) ნახაზები, გეგმები ჰორიზონტალურ პროექციაში, პლატფორმის წინა და გვერდითი ამაღლებები და ზედხედი, რომელზეც ზუსტადაა ასახული კონსტრუქციის ყველა ძირითადი კომპონენტი, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, გასაბურღი წერტილების რიცხვი და ადგილმდებარეობა, საპროექტო მოპოვების მოცულობა, ყოველი პლატფორმის საპროექტო დატვირთვა, წყლის სიღრმე, რაც აუცილებელია მშენებლობისწინა „უსაფრთხოების საქმის“ ანალიზში მოცემული საკითხების დასასაბუთებლად და აღსაწერად;
დ) კოროზიისაგან დაცვისა და ცვეთაზე მედეგობის ზოგადი გეგმა, რომელშიც უნდა იყოს წარმოდგენილი კოროზიისაგან დაცვის მეთოდების, ექსპლუატაციის სავარაუდო ვადის და მთლიანი კონსტრუქციის ხანგამძლეობის კრიტერიუმების ანალიზი;
ე) დამონტაჟებული პლატფორმების პერიოდული ინსპექტირების ზოგადი გეგმა, საერთაშორისო ნავთობმრეწველობის პრაქტიკის შესაბამისად.
3. მონაცემები გარემოს დაცვის შესახებ უნდა მოიცავდეს გარემოს შესახებ იმ მონაცემების შეგროვება, რომლებიც გავლენას ახდენენ პლატფორმის კონსტრუქციაზე, მონტაჟსა და ექსპლუატაციაზე, ისეთი როგორიცაა: ტალღების სიმაღლე და მათი პერიოდულობა, დინებები, ქარის საშუალო და მაქსიმალური სიჩქარის ვერტიკალური განაწილება, წყლის სიღრმე, მონაცემები შტორმებისა და მოქცევის შესახებ, ზღვის ორგანიზმების ზრდა, თოვლის, ყინულის ზემოქმედება და ჰაერისა და ზღვის ტემპერატურა. აღნიშნული მონაცემების შეგროვება უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად გამოსაყენებელი იქნება ეს ინფორმაცია "უსაფრთხოების საქმის" მოსამზადებლად.
4. ინფორმაცია ზღვის ფსკერზე მდებარე კონსტრუქციების საძირკველის შესახებ უნდა მოიცავდეს:
ა) გეოტექნიკური გამოკვლევის ანგარიში, რომელიც შეიცავს იმ ძირითადი ფენების მოკლე აღწერილობას, რომლებსაც გადაკვეთს ჭაბურღილის ლულები; სარეწაო და ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებზე აგებული პროფილები; სარეწაო და ლაბორატორიული გამოკვლევების ჩამონათვალი, მოკლე დასკვნებით; ზღვის ფსკერისა და ქვენაფენი გრუნტის თვისებებისა და პირობების განსაზღვრა, ადამიანის ქმედებებით გამოწვეული რისკის ფაქტორებისა და წინააღმდეგობების გამოვლენა;
ბ) გარემოს ზემოქმედებისა და ფუნდამენტზე ფუნქციონალური დატვირთვების აღწერილობა;
გ) ფართობზე ქანების მოძრაობისადმი მიდრეკილების დადგენა და მისი არსებობის შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, დახრილობისა და ქანების სტაბილურობის ანალიზი;
დ) საძირკვლის კონსტრუქციების კრიტერიუმების მოკლე აღწერა;
ე) ზღვის ფსკერის გამოკვლევის მოკლე აღწერა.
5. ინფორმაცია კონსტრუქციის შესახებ უნდა მოიცავდეს:
ა) პლატფორმის ექსპლუატაციის საპროექტო ვადა, და ასეთი ვადის დასაბუთებას;
ბ) საპროექტო დატვირთვის პირობებისა და მათი კომბინაციების მოკლე აღწერილობას;
გ) შესაბამისი მასალების ტექნიკური მახასიათებლების ჩამონათვალსა და აღწერილობას;
დ) კონსტრუქციის ძირითადი ელემენტების მწყობრიდან გამოსვლის აღსაკვეთი ზომების მოკლე აღწერას;
ე) ლითონის „დაღლილობის“ ანალიზთან დაკავშირებული ინფორმაცია