3. I დანართის 16(4) და (5) მუხლისთვის ზიანის მიყენების გარეშე, EUR.1 გადაადგილების სერთიფიკატი გაიცემა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან მაროკოს საბაჟო უწყების მიერ, თუ პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ევროკავშირში ან მაროკოში, კუმულაციის გამოყენებით, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით და თუ ისინი ასრულებენ I დამატებით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

4. I დანართის 21(2) და (3) მუხლისთვის ზიანის მიყენების გარეშე, წარმოშობის დეკლარაცია შედგენილ იქნება, თუ შესაბამისი პროდუქცია ჩაითვლება წარმოშობილად ევროკავშირში ან მაროკოში, კუმულაციის გამოყენებით, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით თუ ისინი ასრულებენ I დამატებით დადგენილ სხვა მოთხოვნებ