1. მიმწოდებლის დეკლარაციების ან მიმწოდებლის გრძელვადიანი დეკლარაციების შემდგომი შემოწმება განხორციელდება არასისტემურად ან მაშინ, როდესაც იმ ქვეყნის საბაჟო უწყებას, სადაც ამგვარი დეკლარაციების მიერ გათვალისწინებულ იქნა EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გაცემა ან წარმოშობის დეკლარაციის შედგენა, გაუჩნდება გონივრული საფუძველი, ეჭვი შეიტანოს დოკუმენტების ნამდვილობაში ან აღნიშნული დოკუმენტით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეში.

2. პირველი პუნქტის დებულებების შესრულების მიზნით, პირველ პუნქტში ხსენებული ქვეყნის საბაჟო უწყება მიმწოდებლის დეკლარაციებს ან მიმწოდებლის გრძელვადიან დეკლარაციებს და ანგარიშფაქტურას, მიწოდების შესახებ შეტყობინებას ან სხვა კომერციულ დოკუმენტაციას, რომელიც ეხება ამ დეკლარაციით მოცულ საქონელს, დაუბრუნებს იმ ქვეყნის საბაჟო უწყება, სადაც შედგენილ იქნა დეკლარაცია, და, საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს შემოწმების მოთხოვნის არსისა თუ ფორმის საფუძვლებს.

შემდგომი შემოწმების მოთხოვნის გასამყარებლად, ისინი ასევე გადააგზავნიან ნებისმიერ დოკუმენტაციასა თუ ინფორმაციას, რომელიც მოპოვებულ იქნა და ადასტურებს მიმწოდებლის დეკლარაციასა თუ მიმწოდებლის გრძლევადიან დეკლარაციაში მოცემული ინფორმაციის სისწორეს.

3. შემოწმება ჩატარდება იმ ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ, სადაც შედგენილ იქნა მიმწოდებლის დეკლარაცია ან მიმწოდებლის გრძლევადიანი დეკლარაცია. ამისათვის, მათ ექნებათ ნებისმიერი მტკიცებულების მოთხოვნის და მიმწოდებლების ანგარიშების ნებისმიერი ინსპექციის (და ყველა სხვა აუცილებელი შემოწმების) ჩატარების უფლება.

4. შემოწმების მომთხოვნ საბაჟო უწყებას სასწრაფოდ მიეწოდება აღნიშნული შემოწმების შედეგები. ამ შედეგებში მკაფიოდ უნდა იყოს მოცემული არის თუ არა სწორი მიმწოდებლის დეკლარაციაში ან მიმწოდებლის გრძლევადიან დეკლარაციაში მოცემული ინფორმაცია. აღნიშნულმა შედეგებმა შესაძლებელი უნდა გახადოს, განსაზღვრონ უნდა იქნეს თუ არა და რა დოზით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამგვარი დეკლარაცია EUR.1 გადაადგილების სერთიფიკატის გაცემისთვის ან წარმოშობის დეკლარაციის შესადგენა