I დანართის 2(1)(b) მუხლის დებულებების იმპლემენტაციის მიზნებისთვის, დამუშავება-გადამუშავების პროცესი, რომელიც ხორციელდება ევროკავშირში, ალჟირში, ან მაროკოში, ჩაითვლება ტუნისში განხორციელებულად, როდესაც მიღებული პროდუქცია გადის შემდგომ დამუშავებას ან გადამუშავებას ტუნისში. როდესაც, წინამდებარე დებულების შესაბამისად, წარმოშობილი პროდუქცია მიღებულია შესაბამის ორ ან მეტ ქვეყანაში, იგი ჩაითვლება ტუნისში წარმოშობილად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამუშავება-გადამუშავების პროცესი აღემატება I დანართის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ