1. როდესაც გაიცემა EUR.1 გადაადგილების სერთიფიკატი ან შედგება წარმოშობის დეკლარაცია ევროკავშირში ან ტუნისში წარმოშობის პროდუქციისთვის, რომელთა წარმოებისას საქონელი მოდის ალჟირიდან, მაროკოდან, ტუნისიდან ან ევროკავშირიდან, რომელთაც გაიარეს დამუშავება-გადამუშავების პროცედურები ამ ქვეყნებში პრეფერენციული წარმოშობის სტატუსის მოპოვების გარეშე, ყურადღება უნდა გამახვილდეს მიმწოდებლის დეკლარაციაზე, რომელიც გაიცა ამ საქონლისთვის წინამდებარე მუხლის შესაბამისად.
2. პირველ პუნქტში მოხსენიებული მიმწოდებლის დეკლარაცია მიიჩნევა დამუშავება-გადამუშავების პროცესის დამადასტურებელ დოკუმენტად, რომელიც განხორციელდა ალჟირში, მაროკოში, ტუნისში ან ევროკავშირში შესაბამისი საქონლის მიმართ იმის განსასაზღვრად, რომ პროდუქცია, რომლის საწარმოებლადაც გამოიყენება ეს საქონელი, შესაძლოა ჩაითვალოს წარმოშობილად ევროკავშირში ან ტუნისში და შეასრულოს I დამატებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
3. ცალკე მიმწოდებლის დეკლარაცია, გარდა მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, შედგენილ იქნება მიმწოდებლის მიერ თითოეული პარტიისთვის A დანართში გაწერილი ფორმის შესაბამისად, ფურცელზე, რომელიც თან ერთვის ანგარიშფაქტურას, მიწოდების შესახებ შეტყობინებას ან ნებისმიერ სხვა კომერციულ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს შესაბამისი საქონლის აღწერილობას საკმარისად დეტალურად მათი იდენტიფიცირების მიზნით.
4. როდესაც მიმწოდებელი რეგულარულად უზრუნველყოფს კონკრეტულ მომხმარებელს საქონლით, რომლის მიმართაც არსებობს მოლოდინი, რომ ალჟირში, მაროკოში, ტუნისში ან ევროკავშირში განხორციელებული დამუშავება-გადამუშავების პროცესი გაგრძელდება გარკეული პერიოდის განმავლობაში, მიმწოდებელს შეუძლია წარმოადგინოს ერთიანი მიმწოდებლის დეკლარაცია, რათა მოიცვას ამ საქონლის შემდგომი პარტიები (შემდგომში წოდებული, როგორც „მიმწოდებლის გრძელვადიანი დეკლარაცია“).
მიმწოდებლის გრძელვადიანი დეკლარაცია შესაძლოა ჩვეულებრივ მოქმედებდეს დეკლარაციის შედგენიდან ერთ წლამდე პერიოდის განმავლობაში. იმ ქვეყნის საბაჟო უწყება, რომელშიც მოხდა დეკლარაციის შედგენა, განსაზღვრავს მისი მეტი ხნით გაგრძელების პირობებს.
მიმწოდებლის გრძელვადიანი დეკლარაცია შესაძლოა შედგენილ იქნეს B დანართით გაწერილი ფორმის შესაბამისად და აღწერს შესაბამის საქონელს საკმარისად დეტალურად მათი იდენტიფიცირების მიზნით. დეკლარაცია მიეწოდება შესაბამის მომხმარებელს სანამ მას მიეწოდება ამ დეკლარაციით მოცული ტვირთის პირველი პარტია ან მის პირველ პარტიასთან ერთად.
მიმწოდებელი თავის მომხმარებელს დაუყოვნებლივ შეატყობინებს, თუ მიმწოდებლის გრძელვადიანი დეკლარაცია აღარ გამოიყენება მიწოდებული საქონლის მიმართ.
5. მე-3 და მე-4 პუნქტებში ნახსენები მიმწოდებლის დეკლარაციები დაიბეჭდება შეთანხმების ერთ-ერთ ენაზე, იმ ქვეყნის შიდა სამართლის შესაბამისად, სადაც იქნა დეკლარაცია შედგენილი და თან დაერთვება მიმწოდებლის ხელმოწერა. დეკლარაცია ასევე შესაძლოა შეივსოს ხელით; ამ შემთხვევაში, იგი შეივსება მელნით ან ბეჭდური ფორმით.
1. მიმწოდებელი, რომელიც ადგენს დეკლარაციას, მზად უნდა იყოს, ნებისმიერ დროს, იმ ქვეყნის საბაჟოს უწყების მოთხოვნით, სადაც შედგა დეკლარაცია, რომ წარადგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს მოცემულ დეკლარაციაში აღწერილი ინფორმაციის სისწორე