1. I დანართის 16(4) და (5) მუხლისთვის ზიანის მიყენების გარეშე, EUR.1 გადაადგილების სერთიფიკატი გაიცემა თურქეთის ან ტუნისის საბაჟო უწყების მიერ, თუ პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად თურქეთში ან ტუნისში, კუმულაციის გამოყენებით, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით და თუ ისინი ასრულებენ I დამატებით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2. I დანართის 21(2) და (3) მუხლისთვის ზიანის მიყენების გარეშე, წარმოშობის დეკლარაცია შედგენილ იქნება, თუ შესაბამისი პროდუქცია ჩაითვლება წარმოშობილად თურქეთში ან ტუნისში, კუმულაციის გამოყენებით, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით თუ ისინი ასრულებენ I დამატებით დადგენილ სხვა მოთხოვნებ