1. თურქეთი და მაროკო მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ წარმოშობის სერტიფიკატის მქონე ის სავაჭრო პროდუქცია, რომელიც ტრანსპორტირებისას გამოიყენებს მათ ტერიტორიებზე არსებულ თავისუფალ ზონებს, არ იყოს ჩანაცვლებული სხვა საქონლით და არ დაექვემდებაროს რაიმე ქმედებებს გარდა ჩვეულებრივი ოპერაციებისა, რომლებიც გამიზნულია მათი გაფუჭებისგან დასაცავად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებისგან გადახვევის საფუძველზე, როდესაც თურქეთის და მაროკოს ტერიტორიაზე წარმოშობილი წარმოშობის სერტიფიკატის მქონე პროდუქცია იმპორტირებულია თავისუფალ ზონაში და განიცდის დამუშავება-გადამუშავებას, შესაბამისმა ხელისუფლებამ უნდა გასცეს ახალი EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი ექსპორტიორის თხოვნით, თუ ზემოხსენებული დამუშავება-გადამუშავება შეესაბამება წინამდებარე კონვენციის დებულებებს.

დანართი X

ვაჭრობა თურქეთის რესპუბლიკასა და ტუნისის რესპუბლიკას შორ