„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3945-რს
სარეგისტრაციო კოდი
480140000.05.001.017826
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 480140000.05.001.017190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მეკავშირე ოფიცერი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოვლინებული პირი;

ვ) პოლიციის ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ საქართველოში აკრედიტებული თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოვლინებული პირი;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) უსაფრთხოების ატაშე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი;“;

გ) „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;

ო) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.“.

2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიღებული მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ღონისძიებას ძებნისადმი დაქვემდებარებული პირების ან/და საგნების, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და საჰაერო ხომალდების, ადგილმდებარეობის დასადგენად.“.

3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონტროლირებადი მიწოდების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. საქართველოდან საქართველოს ფარგლების გარეთ, საქართველოს ფარგლების გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით კონტროლირებადი მიწოდების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა იქნეს აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.“.

4. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფის შექმნის ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი თანხმობით.“.

5. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ტერიტორიაზე საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ოპერატიული მუშაკის განთავსების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი თანხმობით.“.

6. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინასწარ გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურას შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს ვიზუალური კონტროლი იმ პირისა, რომელზედაც არსებობს ვარაუდი, რომ ის მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში, ან იმ პირისა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ზემოაღნიშნული პირის იდენტიფიკაციას და მისი ადგილმდებარეობის დადგენას, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით ამის ნებართვას გასცემს. საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია დააწესოს გარკვეული პირობები, რომელთა შესრულება იქნება ამგვარი ნებართვის გაცემის წინაპირობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივლისი 2015 წ.

N3945-რს