(1) საერთაშორისო ბიურო აქვეყნებს საერთაშორისო განაცხადს.

(2) (a) საერთაშორისო განაცხადის საერთაშორისო გამოქვეყნება ხორციელდება დაუყოვნებლივ ამ განაცხადის პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის ამოწურვის შემდეგ, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც მოცემულია (b) ქვეპუნქტსა და 64(3) მუხლში.

(b) განმცხადებელს შეუძლია საერთაშორისო ბიუროს სთხოვოს საერთაშორისო განაცხადის გამოქვეყნება (a) ქვეპუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს. საერთაშორისო ბიურომ უნდა იმოქმედოს ინსტრუქციის შესაბამისად.

(3) 17(2)(a) მუხლში მითითებული საერთაშორისო ძიების ანგარიში ან განცხადება ქვეყნდება ინსტრუქციის შესაბამისად.

(4) საერთაშორისო გამოქვეყნების ენას, ფორმასა და სხვა დეტალებს აწესრიგებს ინსტრუქცია.

(5) საერთაშორისო გამოქვეყნება არ ხორციელდება, თუ საერთაშორისო განაცხადი გატანილია ან ითვლება გატანილად გამოქვეყნებისათვის ტექნიკური მომზადების დასრულებამდე.

(6) თუ საერთაშორისო განაცხადი შეიცავს ფრაზებს ან ნახაზებს, რომლებიც, საერთაშორისო ბიუროს აზრით, ეწინააღმდეგება მორალს, ან საზოგადოებრივ წესრიგს ან თუ საერთაშორისო განაცხადი, მისი აზრით, შეიცავს დამამცირებელ გამონათქვამებს, მას შეუძლია, ინსტრუქციის შესაბამისად, გამოქვეყნებისას არ ჩართოს ასეთი ფრაზები, ნახაზები და გამონათქვამები, მიუთითოს მათი ადგილი, გამოტოვებული სიტყვებისა და ნახაზების რაოდენობა და მოთხოვნისას წარმოადგინოს გამოტოვებული ადგილების ინდივიდუალური ასლებ