(1) (a) თუ მიმღები უწყება უარს იტყვის საერთაშორისო შეტანის თარიღის დადგენაზე ან განაცხადებს, რომ საერთაშორისო განაცხადი ითვლება გატანილად, ან, თუ საერთაშორისო ბიურო მიიღებს გადაწყვეტილებას 12(3) მუხლის მიხედვით, განმცხადებლის მოთხოვნის თანახმად, საერთაშორისო ბიურომ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს საქმის ნებისმიერი საბუთის ასლი განმცხადებლის მიერ მითითებულ ნებისმიერ მიმღებ უწყებას.

(b) თუ მიმღებმა უწყებამ განაცხადა, რომ რომელიმე სახელმწიფოს აღნიშვნა ითვლება ამოღებულად, განმცხადებლის მოთხოვნის თანახმად, საერთაშორისო ბიურომ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს საქმის ნებისმიერი საბუთის ასლი ასეთი სახელმწიფოს ეროვნულ უწყებას.

(c) მოთხოვნა (a) და (b) ქვეპუნქტების მიხედვით წარმოდგენილი უნდა იყოს დადგენილ ვადაში.

(2)(a) (b) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ ეროვნული საფასური გადახდილია (თუ ის გათვალისწინებულია), და განსაზღვრულ ვადაში წარდგენილია შესაბამისი თარგმანი (როგორც დადგენილია), ყოველმა აღნიშნულმა უწყებამ უნდა გადაწყვიტოს შეესაბამებოდა თუ არა 1-ელ პუნქტში მითითებული უარყოფა, განცხადება ან გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულების ან ინსტრუქციის პირობებს, და თუ ის გამოავლენს, რომ უარყოფა ან განცხადება მიღებული მიმღები უწყების მიერ იყო შეცდომის ან უყურადღებობის შედეგი ან გადაწყვეტილება, მიღებული საერთაშორისო ბიუროს მიერ, იყო შეცდომის ან უყურადღებობის შედეგი, იმდენად რამდენადაც საქმე ეხება აღნიშნული უწყების შედეგებს სახელმწიფოში, უნდა ჩაითვალოს, რომ საერთაშორისო განაცხადში ასეთი შეცდომა ან გამოტოვება არ არსებობდა.

(b) თუ სარეგისტრაციო ასლმა საერთაშორისო ბიუროს მიაღწია 12(3) მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, განმცხადებლის მხრიდან ნებისმიერ შეცდომასთან ან უყურადღებობასთან დაკავშირებით, (a) ქვეპუნქტის პირობები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოყენება, თუ არსებობს 48(2) მუხლით მითითებული გარემოებებ