(1) საერთაშორისო განაცხადის მოქმედება, გათვალისწინებული 11(3) მუხლით, ძალას დაკარგავს ქვემოთ მოყვანილ (ii) ქვეპუნქტში მოცემულ შემთხვევებში და, 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ნებისმიერ აღნიშნულ სახელმწიფოში ისეთივე შედეგებით, როგორი შედეგებიც მოსდევს ამ სახელმწიფოში ნებისმიერი ეროვნული განაცხადის გატანას, თუ:
(i) განმცხადებელი გაიტანს თავის საერთაშორისო განაცხადს ან ამოიღებს ამ ქვეყნის აღნიშვნას;
(ii) საერთაშორისო განაცხადი ითვლება გატანილად 12(3), 14(1)(b), 14(3)(a) ან 14(4) მუხლების მიხედვით ან ამ სახელმწიფოს აღნიშვნა ითვლება ამოღებულად 14(3) (b) მუხლის მიხედვით;
(iii) განმცხადებელი არ ასრულებს 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს ამავე მუხლით მოცემულ ვადაში.
(2) პუნქტი (1)-ის მოთხოვნების მიუხედავად, ნებისმიერ აღნიშნულ უწყებას შეუძლია 11(3) მუხლით გათვალისწინებული საერთა შორისო განაცხადის მოქმედების ძალაში შენარჩუნება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ასეთი მოქმედების ძალაში შენარჩუნება არ მოითხოვება 25(2) მუხლი