საერთაშორისო ძიების ორგანო

(1) პროცედურა, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ძიების ორგანო, წესრიგდება მოცემული ხელშეკრულების, ინსტრუქციისა და იმ ხელშეკრულების ნორმებით, რომელსაც დადებს საერთაშორისო ბიურო აღნიშნულ ორგანოსთან ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის შესაბამისად.

(2)(a) თუ საერთაშორისო ძიების ორგანო ჩათვლის, რომ:

(i) საერთაშორისო განაცხადი ეხება ობიექტს, რომლის მიმართ ძიება, ინსტრუქციის თანახმად, არ ევალება საერთაშორისო ძიების ორგანოს, ან, თუ განსაკუთრებულ შემთხვევაში იგი გადაწყვეტს არ ჩაატაროს ძიება, ან

(ii) აღწერილობა, გამოგონების ფორმულა და ნახაზები არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს იმდენად, რომ შესაძლებელი იყოს არსობრივი ძიების ჩატარება,აღნიშნულმა ორგანომ უნდა გამოაცხადოს ამის შესახებ და განმცხადებელსა და საერთაშორისო ბიუროს შეატყობინოს, რომ საერთაშორისო ძიების ანგარიში ვერ გაკეთდება.

(b) თუ აღმოჩნდა, რომ (ა) ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე გარემოება არსებობს მხოლოდ გამოგონების ფორმულის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით, მაშინ საერთაშორისო ძიების ანგარიშში ეს გარემოება უნდა მიეთითოს გამოგონების ფორმულის ასეთ მუხლებთან მიმართებით, ხოლო გამოგონების ფორმულის სხვა მუხლებისათვის აღნიშნული ანგარიში უნდა გაკეთდეს ისე, როგორც გათვალისწინებულია მე-18 მუხლით.

(3)(a) თუ საერთაშორისო ძიების ორგანო ჩათვლის, რომ საერთაშორისო განაცხადი არ აკმაყოფილებს ინსტრუქციით დადგენილ გამოგონების ერთიანობის მოთხოვნას, მაშინ მან უნდა შესთავაზოს განმცხადებელს დამატებითი საფასურების გადახდა. საერთა შორისო ძიების ორგანომ უნდა შეადგინოს საერთაშორისო ძიების ანგარიში საერთაშორისო განაცხადის იმ ნაწილების მიმართ, რომლებიც ეთანადება გამოგონების ფორმულის მუხლებში პირველად მოხსენიებულ გამოგონებას (“მთავარი გამოგონება”), თუ დამატებით მოთხოვნილი დადგენილი საფასურები იქნა გადახდილი დადგენილ ვადაში, აგრეთვე, საერთაშორისო განაცხადის იმ ნაწილე ბის მიმართ, რომლებიც ეხება გამოგონებებს, რომლებზეც აღნიშნული საფასურები იქნა გადახდილი.

(b) ნებისმიერი აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნული კანონით შეიძლება იყოს გათვალისწინებული, თუკი ამას სახელმწიფოს ეროვნული უწყება დაადგენს, რომ (a) ქვეპუნქტით მითითებული საერთაშორისო ძიების ორგანოს შეთავაზება დაკმაყოფილდა, ხოლო განმცხა ბელს არ გადაუხდია ყველა დამატებითი საფასური, მაშინ საერთაშორისო განაცხადის ის ნაწილები, რომლებიც ამის შედეგად უზრუნველყოფილი არ ყოფილა ძიებით, გატანილად განიხილება, თუკი ქვეყანაში ასეთი წესი მოქმედებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელმა არ გადაიხადა სპეციალური საფასური აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნული უწყებისათვი