(1) (a) მიმღები უწყება ამოწმებს, შეიცავს თუ არა საერთაშორისო განაცხადი რომელიმეს შემდეგი ტიპის ხარვეზთაგან, კერძოდ:

(i) არ არის ხელმოწერილი ინსტრუქციის შესაბამისად;

(ii) არ შეიცავს დადგენილ მონაცემებს განმცხადებლის შესახებ;

(iii) არ შეიცავს დასახელებას;

(iv) არ შეიცავს რეფერატს.

(v) არ აკმაყოფილებს საერთაშორისო განაცხადის შედგენილობის მიმართ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

(vi) თუ მიმღები უწყება გამოავლენს აღნიშნულ ხარვეზთაგან რომელიმეს, ის თხოვნით მიმართავს განმცხადებელს, რომ მან შეასწოროს საერთაშორისო განაცხადი დადგენილ ვადაში, თხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეს განაცხადი ითვლება გატანილად, და მიმღები უწყება აცხადებს ამის შესახებ.

(2) თუ საერთაშორისო განაცხადში არის მითითება ნახაზებზე, რომლებიც ფაქტობრივად არ არის ჩართული განაცხადში, მიმღები უწყება შესაბამისად ატყობინებს ამის შესახებ განმცხადებელს, და მას შეუძლია ნახაზები დადგენილ ვადაში წარმოადგინოს. თუ განმცხადებელი შეასრულებს ამ მოთხოვნებს, საერთაშორისო განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება მიმღები უწყების მიერ ნახაზების მიღების თარიღი. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი მითითება ნახაზებზე ჩაითვლება არარსებულად.

(3) (ა)თუ მიმღები უწყება გამოავლენს, რომ 3(4)(iv) მუხლით დაწესებული საფასური დადგენილ ვადაში არ ყოფილა გადახდილი ან 4(2) მუხლით დაწესებული არანაირი საფასური არ ყოფილა გადახდილი ნებისმიერი აღნიშნული სახელმწიფოს მიმართ, საერთაშორისო განაცხადი ითვლება გატანილად და მიმღები უწყება აცხადებს ამის შესახებ.

(b) თუ მიმღები უწყება გამოავლენს, რომ 4(2) მუხლით დაწესებული საფასური გადახდილია დადგენილ ვადაში ერთი ან მეტი (მაგრამ არა ყველა) აღნიშნული სახელმწიფოს მიმართ, იმ ქვეყნების აღნიშვნა, რომელთა მიმართ დადგენილ ვადაში არ ყოფილა გადახდილი ეს საფასური, ამოღებულად ჩაითვლება და მიმღები უწყება აცხადებს ამის შესახებ.

(4) თუ საერთაშორისო განაცხადისთვის საერთაშორისო თარიღის მინიჭების შემდეგ, მიმღები უწყება გამოავლენს, რომ დადგენილ ვადაში 11(1) მუხლის ქვეპუნქტებში (i) -(iii) ჩამოთვლილი რომელიმე მოთხოვნა არ შესრულებულა ამ თარიღისათვის, აღნიშნული განაცხადი ჩაითვლება გატანილად და მიმღები უწყება აცხადებს ამის შესახე