1. იმ მიზნით, რომ განისაზღვროს ექვემდებარება თუ არა ანგარიში ანგარიშგებას ფიზიკური პირების უკვე არსებულ დაბალი ღირებულების ანგარიშებთან მიმართებაში, ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია განახორციელოს საცხოვრებელი მისამართის ტესტი ან ელექტრონული ჩანაწერის ძიება.
2. საცხოვრებელი მისამართის ტესტის გამოსაყენებლად ფინანსურ ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები, რათა მოახდინოს დოკუმენტებზე დაყრდნობით ანგარიშის მფლობელის საცხოვრებელი მისამართის დადგენა.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის, იმისათვის რომ ფინანსურმა ინსტიტუტმა განსაზღვროს არის თუ არა ანგარიშის მფლობელი ანგარიშგებას დაქვემდებარებული პირი, ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია ანგარიშის მფლობელი ფიზიკური პირი მიიჩნიოს იმ იურისდიქციის რეზიდენტად, სადაც მდებარეობს ამ პირის მისამართი, იმ შემთხვევაში, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:
ა) ანგარიშმგებ ფინანსურ ინსტიტუტს გააჩნია ჩანაწერები ანგარიშის მფლობელი ფიზიკური პირის საცხოვრებელი მისამართის შესახებ;
ბ) მითითებული მისამართი წარმოადგენს ფიზიკური პირის მოქმედ მისამართს;
გ) მითითებული მისამართის შესახებ არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება.
4. „საფოსტო ყუთისა“ და „დროებითი საფოსტო“ მისამართები არ ჩაითვლება საცხოვრებელ მისამართად. ფიზიკური პირის მოქმედ მისამართად ითვლება მისამართი, რომლის შესახებ ინფორმაცია ყველაზე ბოლოს აქვს მიღებული ფინანსურ ინსტიტუტს. ამ პუნქტის მიზნებისათვის, მისამართი, საიდანაც საფოსტო გზავნილი დაბრუნებულია ჩაუბარებლად, არ გაითვალისწინება.
5. ამ მუხლით განსაზღვრული ელექტრონული ჩანაწერის ძიებას ფინანსური ინსტიტუტი ახორციელებს სტანდარტით დადგენილი წესის შესაბამისა