1. ფინანსური ინსტიტუტის მიერ სუბიექტის უკვე არსებული ანგარიშების გადახედვა უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა სტანდარტით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კალენდარული წლის ბოლოსთვის ანგარიშზე არსებული აგრეგირებული ნაშთი ან/და ღირებულება არ აღემატება 250,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ვალუტაში) და ფინანსური ინსტიტუტი იყენებს ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ უფლებას.
2. 2024 წლის 31 დეკემბრამდე იდენტიფიცირებული ანგარიშგებას დაქვემდებარებული სუბიექტის უკვე არსებული ანგარიშები ანგარიშგებას ექვემდებარება ასეთად იდენტიფიცირების წლიდა