1. ეს წესი არეგულირებს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან/და საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით (შემდგომში – შეთანხმება), გათვალისწინებულ ანგარიშგების წესს.

2. შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ წესით, რეგულირდება შეთანხმებით, ანგარიშგების საერთო სტანდარტითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით.

3. შეთანხმების მიზნებისთვის, ფინანსური ინსტიტუტის რეზიდენტობა განისაზღვრება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

4. ტერმინებს, რომლებიც არ არის განმარტებული ამ წესში, აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია შეთანხმებით ან/და  ანგარიშგების საერთო სტანდარტი