1. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია ანგარიშგებას დაქვემდებარებულ ანგარიშად არ მიიჩნიოს ისეთი ანგარიში, რომელიც გახსნილია ჯგუფის ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევისა ან ჯგუფის ანუიტეტის ხელშეკრულებების საფუძველზე, იმ მომენტამდე, ვიდრე არ დადგება თანამშრომლისთვის/სერტიფიკატის მფლობელისთვის/ბენეფიციარისთვის თანხის გადახდის ვალდებულება, თუ ეს ფინანსური ანგარიში, რომელიც წარმოადგენს წევრის წილს ჯგუფის ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევის ან ჯგუფის ანუიტეტის ხელშეკრულებაში, აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჯგუფის ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევისა და ჯგუფის ანუიტეტის ხელშეკრულებები გაფორმებულია დამსაქმებელთან და მოიცავს 25 ან მეტ თანამშრომელს/სერტიფიკატის მფლობელს;
ბ) თანამშრომელი/სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი თანხა თავისი წილის შესაბამისად, აგრეთვე, დაასახელოს თანხის მიმღები პირი (ბენეფიციარი), აღნიშნული თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში; და
გ) თანამშრომლის/სერტიფიკატის მფლობელის/ბენეფიციარისთვის გადასახდელი მთლიანი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1,000,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ნებისმიერ ვალუტაში).
2. ჯგუფის ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევის ხელშეკრულება არის ნაღდი ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც:
ა) ითვალისწინებს ანაზღაურების გადახდას იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელიც აფილირებულნი არიან დამსაქმებლის, სავაჭრო ასოციაციის, პროფკავშირის, ან სხვა ასოციაციებისა და ჯგუფების მეშვეობით; და
ბ) ითვალისწინებს სადაზღვევო პრემიის გადახდას ჯგუფის თითოეული წევრისთვის (ან ჯგუფში შემავალი კლასის წევრისთვის), მიუხედავად ჯგუფის წევრის (ან წევრთა კლასის) ჯანმრთელობის ინდივიდუალური მახასიათებლებისა, გარდა ასაკისა, სქესისა და თამბაქოს მოხმარების ჩვევისა.
3. ჯგუფის ანუიტეტის ხელშეკრულება არის ანუიტეტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კრედიტორები არიან ფიზიკური პირები, რომლებიც აფილირებულნი არიან დამსაქმებლის, სავაჭრო ასოციაციის, პროფკავშირის ან სხვა ასოციაციებისა თუ ჯგუფების მეშვეობი