1. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია დოკუმენტური მტკიცებულების სახით გამოიყენოს მის ჩანაწერებში არსებული ნებისმიერი კლასიფიკაცია ანგარიშის მფლობელთან დაკავშირებით, რომელიც:
ა) დადგენილია ინდუსტრიის სტანდარტიზებული კოდების სისტემის საფუძველზე;
ბ) აღრიცხულია ფინანსური ინსტიტუტის მიერ ჩვეული საქმიანი პრაქტიკის შესაბამისად, AML ან KYC პროცედურების ან სხვა მარეგულირებელი მიზნებისათვის;
გ) განხორციელდა ფინანსური ინსტიტუტის მიერ არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა იმ პირობით, რომ ფინანსურმა ინსტიტუტმა არ იცოდა ან არ შეიძლება სცოდნოდა ასეთი კლასიფიკაციის უზუსტობის ან არასანდოობის შესახებ.
2. ინდუსტრიის სტანდარტიზებული კოდების სისტემა გულისხმობს კოდების სისტემას, რომელიც გამოიყენება ბიზნესსაქმიანობის განმახორციელებელი პირების ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით კლასიფიკაციისათვის და არ მოიცავს საგადასახადო მიზნებისთვის გამოსაყენებელ კოდებ