1. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია შეთანხმებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო პროცედურების და ანგარიშგების ვალდებულების შესასრულებლად ისარგებლოს მესამე პირის მომსახურებით. აღნიშნულ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ვალდებულების შესრულებაზე ეკისრება ფინანსურ ინსტიტუტს.
2. ფინანსური ინსტიტუტი, ანგარიშგებას დაქვემდებარებული იურისდიქციის საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომრის გაცემასთან, მოპოვებასა და სტრუქტურის მახასიათებლებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ინფორმაციის ავტომატური გაცვლის პორტალი