1. თუ ანგარიშგებას დაქვემდებარებული ანგარიში იხურება წლის განმავლობაში, ანგარიშგებას ექვემდებარება მხოლოდ ანგარიშის დახურვის ფაქტი. ამასთან, ანგარიში არ უნდა იქნეს მიჩნეული დახურულად მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ანგარიშის ბალანსი ან ღირებულება არის ნული ან უარყოფითი. ანგარიშის დახურვის პროცესი ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა      განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის ან ფინანსური ინსტიტუტის ჩვეულებრივი საოპერაციო პროცედურების შესაბამისად.

2. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია გამოიყენოს თვითდამოწმება სტანდარტისა და კომენტარების მოთხოვნების შესაბამისად, ისე რომ ის იყოს ხელმისაწვდომი უფლებამოსილი უწყების მიერ გამოთხოვის შემთხვევაში.

3. ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებით მესამე მხარესთან დებს გარიგებებს, ვალდებულია ანგარიშგების მიზნებისათვის ყველა საჭირო ინფორმაცია მოიპოვოს ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებით. მესამე მხარე ვალდებულია, ფინანსური ინსტიტუტის მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია.

4. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია სათანადო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებული ჩანაწერები და მტკიცებულებები შეინახოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 702 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წარდგენის ვადის ამოწურვიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაშ