1. საგადასახადო ორგანოში ფინანსური ინსტიტუტის მიერ გზავნილის წარდგენისას, თუ წარსადგენი გზავნილი აკმაყოფილებს ამ წესითა და სტანდარტით გათვალისწინებულ სავალდებულო მოთხოვნებს, მას ენიჭება სტატუსი: „მიღებულია საგადასახადო ორგანოს მიერ“.

2. საგადასახადო ორგანოში ფინანსური ინსტიტუტის მიერ გზავნილის წარდგენისას, თუ წარსადგენი გზავნილი არ აკმაყოფილებს ამ წესითა და სტანდარტით გათვალისწინებულ სავალდებულო მოთხოვნებს, ფინანსურ ინსტიტუტს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის შესახე