1. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია შეთანხმების მიზნებისთვის პასიური ანგარიში მიიჩნიოს ანგარიშად, რომელიც არ ექვემდებარება ანგარიშგებას (გამონაკლისი ანგარიში).
2. ანგარიშის პასიურად მიჩნევისთვის ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია დაეყრდნოს პასიური ანგარიშის განმარტებას, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით ან ფინანსური ინსტიტუტის ჩვეულებრივი საოპერაციო პროცედურებით, იმ პირობით, რომ ფინანსურ ანგარიშზე განთავსებული წლიური აგრეგირებული ნაშთი ან/და ღირებულება არ აღემატება 1,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ნებისმიერ ვალუტაში).
3. თუ პასიური ანგარიშის განმარტება არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია შეთანხმების მიზნებისთვის ანგარიში მიიჩნიოს პასიურად, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:
ა) ფინანსურ ანგარიშზე განთავსებული წლიური აგრეგირებული ნაშთი ან/და ღირებულება არ აღემატება 1,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ნებისმიერ ვალუტაში);
ბ) ბოლო სამი წლის განმავლობაში ფინანსურ ანგარიშზე არ განხორციელებულა ოპერაცია;
გ) ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ანგარიშის მფლობელის მიერ არ მომხდარა ფინანსურ ინსტიტუტთან კომუნიკაცია მოცემულ ან სხვა ანგარიშებთან დაკავშირებით;
დ) მოცემული ანგარიში არ არის დაკავშირებული სხვა აქტიურ ანგარიშთან, რომელიც ეკუთვნის ანგარიშის მფლობელ