1. შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია, ამ შეთანხმების ფარგლებში წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია, იმ იურისდიქციების რეზიდენტი პირების ანგარიშგებას დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე, რომლებთანაც ამოქმედებულია შეთანხმება. აღნიშნული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება იმ კალენდარული წლის დასრულების შემდეგ, რომელსაც უკავშირდება ფინანსური ანგარიშგება, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 30 ივნისისა.
2. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ყველა ფინანსური ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ანგარიშის მფლობელი პირების რეზიდენტობის იურისდიქციების მიხედვით. წარმოდგენილი ინფორმაცია ასევე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას არადოკუმენტირებული ანგარიშების შესახებ.
3. თუ ფინანსურ ინსტიტუტს არ გააჩნია ანგარიშგებას დაქვემდებარებული არც ერთი ფინანსური ანგარიში, იგი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს ნულოვანი გზავნილი.
4. ფინანსური ინსტიტუტი შეთანხმებით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს მარკირების გაფართოებადი ენის (XML) სქემით.
5. ყოველი კალენდარული წლის არაუგვიანეს 30 ივნისისა, ფინანსურ ინსტიტუტს აქვს საგადასახადო ორგანოში გზავნილის განუსაზღვრელი ოდენობით გაგზავნის შესაძლებლობა. ამასთანავე, წარდგენილ გზავნილთა შორის ბოლო გზავნილი ჩაითვლება პირველად გზავნილად, ხოლო ბოლო გზავნილამდე წარდგენილ გზავნილში მითითებული ინფორმაცია არ გაითვალისწინება.
6. ფინანსურ ინსტიტუტს საგადასახადო ორგანოში გზავნილის გაგზავნის შესაძლებლობა ეზღუდება კალენდარული წლის 20 სექტემბრიდან ინფორმაციის მიმღები იურისდიქციებიდან გზავნილთან დაკავშირებით სტატუსის მიღებამდე პერიოდშ