ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია სუბიექტის უკვე არსებული ანგარიშების გადახედვა, იდენტიფიკაცია და ანგარიშგება არ განახორციელოს იმ ანგარიშებთან  მიმართებაში, რომელთა აგრეგირებული ნაშთი ან/და ღირებულება არ აღემატება 250,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ვალუტაში) 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. აღნიშნული გამონაკლისი მოქმედებს იმ მომენტამდე, ვიდრე ნებისმიერი შემდეგი კალენდარული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ანგარიშზე არსებული აგრეგირებული ნაშთი ან/და ღირებულება არ გადააჭარბებს 250,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ვალუტაში