ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ანგარიშგების საერთო სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) – საგადასახადო მიზნებისათვის „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ სტანდარტი (კომენტარების ჩათვლით), რომელიც შემუშავებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G20) ქვეყნების მიერ;
ბ) ფინანსური ინსტიტუტი – შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული საქართველოს ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი;
გ) გზავნილი – შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული ფინანსური ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ფინანსური ინსტიტუტის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს მარკირების გაფართოებადი ენის (XML) სქემით;
დ) პირველადი გზავნილი – გზავნილი, რომელიც ფინანსური ინსტიტუტის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს ყოველი წლის 30 ივნისისა;
ე) ნულოვანი გზავნილი – გზავნილი, რომლის თანახმად ფინანსურ ინსტიტუტს არ გააჩნია ანგარიშგებას დაქვემდებარებული ფინანსური ანგარიში;
ვ) კორექტირებული გზავნილი – გზავნილი, რომელშიც ამ წესის შესაბამისად კორექტირებულია პირველად/ნულოვან გზავნილში არსებული მონაცემები;
ზ) ახალი ანგარიში – ნებისმიერი ფინანსური ანგარიში, რომელიც გახსნილია 2023 წლის 1 იანვარს და შემდგომ პერიოდში ფიზიკური პირის/სუბიექტის მიერ;
თ) უკვე არსებული ანგარიში – ნებისმიერი ფინანსური ანგარიში, რომელიც გახსნილია 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ფიზიკური პირის/სუბიექტის მიერ;
ი) მაღალი ღირებულების ანგარიში – ფიზიკური პირის უკვე არსებული ფინანსური ანგარიში, რომელზე რიცხული აგრეგირებული ნაშთი ან/და ღირებულება აღემატება 1,000,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ვალუტაში) 2022 წლის 31 დეკემბრის ან ნებისმიერი შემდეგი კალენდარული წლის 31 დეკემბრის მონაცემებით;
კ) დაბალი ღირებულების ანგარიში – ფიზიკური პირის უკვე არსებული ფინანსური ანგარიში, რომელზე რიცხული აგრეგირებული ნაშთი ან/და ღირებულება არ აღემატება 1,000,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ვალუტაში) 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით;
ლ) საანგარიშო პერიოდი – კალენდარული წელი;
მ) სუბიექტი – იურიდიულ პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
ნ) არადოკუმენტირებული ანგარიშები – უკვე არსებული ფინანსური ანგარიში, რომლის შესახებ ფინანსურ ინსტიტუტში არ იძებნება შესაბამისი მონაცემები და ინფორმაციის მოძიება ფინანსური ინსტიტუტის მიერ ვერ ხორციელდება თვითდამოწმების ან დოკუმენტური მტკიცებულების მოპოვების გზი