1. ფინანსური ინსტიტუტის მიერ მაღალი ღირებულების უკვე არსებული ანგარიშების გადახედვა, სტანდარტით დადგენილი წესით, უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა.
2. თუ ფინანსური ინსტიტუტის მიერ უკვე არსებულ ანგარიშზე რიცხული აგრეგირებული ნაშთი ან/და ღირებულება არ აღემატება 1,000,000 აშშ დოლარს (ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ან სხვა ნებისმიერ ვალუტაში) 2022 წლის 31 დეკემბრისთვის, მაგრამ აღნიშნულ ზღვარს აღემატება ნებისმიერი შემდეგი კალენდარული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია მომდევნო კალენდარული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განახორციელოს სათანადო პროცედურები, რომლებიც დადგენილია მაღალი ღირებულების ანგარიშებისთვის.
3. დაბალი ღირებულების ანგარიშების გადახედვა უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა, სტანდარტით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. 2024 წლის 31 დეკემბრამდე იდენტიფიცირებული ანგარიშგებას დაქვემდებარებული დაბალი ღირებულების ანგარიშები, ანგარიშგებას ექვემდებარება ასეთად იდენტიფიცირების წლიდა