1. კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, გამოგონების სიახლისა და საგამომგონებლო დონის შესაფასებლად საქპატენტი ატარებს ძიებას.
2. ძიება ტარდება გამოგონების ფორმულის ყველა მუხლის მიმართ.
3. ძიება ტარდება სრული მოცულობით და შეიძლება შეწყდეს, როდესაც გამოვლენილი იქნება რამდენიმე დოკუმენტი, რომელშიც გახსნილია გამოგონების ნიშნების ერთობლიობა.
4. ძიების შედეგად ზუსტდება გამოგონების საერთაშორისო საკლასიფიკაციო ინდექსი.
5. ძიების შედეგების საფუძველზე ხდება ძიების ანგარიშის შედგენა, რომელიც მოიცავს ძიების შედეგად გამოვლენილი დოკუმენტების ჩამონათვალს. ძიების ანგარიშს თან ერთვის ძიების ისტორია, რომელშიც გადმოცემულია ძიების დროს გამოყენებული საძიებო ბრძანებებ