1. კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, ტარდება გამოგონების ფორმულის არსობრივი შემოწმება გამოგონების აღწერილობისა და ნახაზების დახმარებით, კერძოდ:

ა) ტარდება გამოგონების ფორმულის, ანდა თითოეული მუხლის ანალიზი, რომლის დროსაც მოწმდება გამოგონების აღწერილობაში მათი გადმოცემის სისრულე;

ბ) მოწმდება ფორმულაში, გამოგონების აღწერილობასა და ნახაზებში წარმოდგენილი ნიშნები;

გ) დგინდება წინამდებარე ინსტრუქციის მე-15 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. თუ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად მოხდა გამოგონების ფორმულის (ერთი ან რამდენიმე მუხლის) ისეთი ცვლილება, რომელიც სცილდება განაცხადის წარდგენისას მისი შინაარსის ფარგლებს, საქპატენტი ატყობინებს განმცხადებელს, რომ ცვლილება არ მიიღება მხედველობაში.

3. კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული გამოყოფილი განაცხადის შემთხვევაში მოწმდება, გახსნილია თუ არა გამოგონების ფორმულის ნიშნები იმ განაცხადში, რომლიდანაც ის გამოყოფილ იქნა. ასევე, მოწმდება არის თუ არა გამოყოფილი განაცხადის ფორმულა არსებითად იდენტური იმ განაცხადის ფორმულისა, რომლიდანაც ის  გამოყოფილ იქნ