1. თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემული საფუძვლები, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციაზე განაცხადში მითითებული საქონლის მთლიანი ჩამონათვალის მიმართ, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს.
2. თუ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განაცხადში მოცემული საქონლის მთლიანი ჩამონათვალის მიმართ, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს.
3. თუ არსებობს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის საფუძველი განაცხადში მითითებული საქონლის ჩამონათვლის ნაწილის მიმართ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციის შესახებ საქონლის ჩამონათვალის დარჩენილი ნაწილის მიმართ, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს.
4. თუ არსებობს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის მოთხოვნის საფუძველი, ან განაცხადის მასალები მოითხოვს დაზუსტებას, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება. განმცხადებელი ვალდებულია მისთვის შეტყობინების ჩაბარების დღიდან 2 თვის ვადაში წარადგინოს პასუხი საქპატენტში. განმცხადებელს უფლება აქვს 1 თვით გააგრძელოს შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ვადა, თუ იგი წერილობით თხოვნას ვადის გაგრძელების შესახებ საქპატენტში წარადგენს ზემოთ აღნიშნულ ორთვიან ვადაში და გადაიხდის დადგენილ საფასურს. განაცხადის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემთხვევაში ამ მუხლში მითითებული შეტყობინებაზე პასუხი წარმოდგენილი უნდა იყოს შეტყობინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში თანხმობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, საქპატენტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოიტანს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახე