1. განმცხადებელმა შეტყობინების მიღებიდან 3 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს არსობრივი ექსპერტიზისა და ექსპერტიზის გადაწყვეტილების საფუძველზე განაცხადის მასალების გამოქვეყნებისათვის დადგენილი საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება, რის თაობაზეც წერილობით ეცნობება განმცხადებელს.
2. არსობრივი ექსპერტიზა შეიძლება შეჩერდეს:
ა) ადრინდელი პრიორიტეტის მქონე დაპირისპირებული სიმბოლოს რეგისტრაციაზე გამოტანილი გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე;
ბ) განმცხადებლის მოთხოვნით ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადით;
გ) მე-16 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადით;
დ) დაპირისპირებული ნიშნის რეგისტრაციის გაუქმებიდან 6 თვის გასვლამდე დარჩენილი ვადით, თუ არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის დაპირისპირებული ნიშანი გაუქმებულია;
ე) დაპირისპირებული სიმბოლოს განაცხადზე ფორმალური ექსპერტიზის გადაწყვეტილების ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გასაჩივრებისათვის დადგენილი სამთვიანი ვადის გასვლამდე ან, განმცხადებლის მიერ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
3. არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს, არსებობს თუ არა წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემული საფუძვლები.
4. იმის დასადგენად არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ დიზაინს, ეროვნული ან საერთაშორისო რეგისტრაციით საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშნებს და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილება