თავი II — სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვება და შენარჩუნება
1. არსობრივი ექსპერტიზა ტარდება განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დამთავრებიდან 6 თვის ვადაში.
2. არსობრივი ექსპერტიზა ამოწმებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.
3. განმცხადებელს არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე ეგზავნება დასაბუთებული გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ან საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1922 - ვებგვერდი, 11.01.2018
მთავარი მონაცემები
ვადა6 თვის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.12.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
…შემოწმების დროს კი დგინდება მოცემული ნიშნის სამართლებრივი დამოკიდებულება სხვა რეგისტრირებულ ნიშნებთან. მითითებული კრიტერიუმებით სასაქონლო ნიშნის შემოწმება ხდება არსობრივი ექსპერტიზის დროს და წარმოადგენს მის ორ სახეს (იხ. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი), რაც ქმნის სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციის სამართლებრივ წინაპირობას. [12]…
…მოხდა კანონის სხვა მუხლებში და კანონქვემდებარე აქტში.,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის 13.5 მუხლი ითვალისწინებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფუძველზე საქპატენტის მიღებული გადაწყვეტილების განმცხადებლისათვის გაცნობას, ამავე კანონის 14.3 მუხლი ითვალისწინებს არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე გადაწყვეტილების განმცხადებლისათვის გაგზავნას. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად…
მუხლი 27. არსობრივი ექსპერტიზის დაწყება— „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე