1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან სამი თვის ვადაში, საქპატენტი ატარებს არსობრივ ექსპერტიზას კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, არსობრივი ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.
2. არსობრივი ექსპერტიზის საფასური განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადზე შეწყდება საქმისწარმოება.
3. თუ განაცხადი შეიცავს რამდენიმე დიზაინს და არსობრივი ექსპერტიზისათვის გადახდილი საფასური ნაკლებია განაცხადში შემავალი დიზაინებისათვის დადგენილი საფასურის ოდენობაზე, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს არსობრივი ექსპერტიზის საფასური სრულად, ან მიუთითოს, რომელი დიზაინები უნდა იყოს განხილული არსობრივი ექსპერტიზის დროს.
4. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას, საქპატენტი არსობრივი მოთხოვნების ექსპერტიზას ჩაატარებს რიგითობის მიხედვით იმდენ დიზაინზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური.
5. არსობრივი ექსპერტიზის დროს განაცხადის განხილვა შეიძლება შეჩერდეს საქპატენტის მიერ, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ განაცხადით წარდგენილი დიზაინი იდენტურია უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე განაცხადით წარდგენილი დიზაინისა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაცხადის განხილვა ჩერდება, ვიდრე ბიულეტენში არ გამოქვეყნდება უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე განაცხადით წარდგენილი დიზაინი, ან თუ უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე განაცხადს უარი ეთქმევა რეგისტრაციაზე.
7. განაცხადის განხილვის შეჩერების თაობაზე განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.
8. საქპატენტი გადაწყვეტილებას დიზაინის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ უგზავნის განმცხადებელს
„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტიცების შესახებ · რედაქცია 25.12.2025
მუხლი 17. არსობრივი ექსპერტიზა
თავი III — განაცხადის ექსპერტიზის ჩატარების წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი თვის ვადაში
- ვადა ორი კვირის ვადაში
- ვადა ერთი თვის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. გაერთიანებული განაცხადი
- მუხლი 11. გამოცალკევებული განაცხადი
- მუხლი 12. განაცხადის შეტანა
- მუხლი 13. პრიორიტეტის მოთხოვნა
- მუხლი 15. შეტანის თარიღის დადასტურება
- მუხლი 16. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
- მუხლი 18. დიზაინის გამოქვეყნება
- მუხლი 19. გამოქვეყნების გადადება
- მუხლი 20. საგანაცხადო მასალებში ცვლილებების ან/და შესწორების შეტანა განმცხადებლის მოთხოვნით
- მუხლი 21. დამატებითი მასალების, განაცხადში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის მოთხოვნა საქპატენტის მიერ
- მუხლი 22. განაცხადის განხილვის შეჩერება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტიცების შესახებ, მუხლი 17, №03, 14.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 300200000.48.065.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1528837/muxli-17/